ევროკავშირმა რუსეთს სანქციები ნახევარი წლით გაუგრძელა

EU flags, European Parliament, Strasbourg

12 ივლისს ევროკავშირის საბჭომ რუსეთს ექვსი თვით გაუგრძელა სანქციები, 2022 წლის 31 იანვრამდე.
საბჭომ გადაწყვეტილება მინსკის შეთანხმების მდგომარეობის შეფასების შედეგად მიიღო. ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს შეთანხმებაზე სრულებით აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც ევროკავშირის პოზიციის ცვლილების ძირითად ფაქტორზე. ევროკავშირის ლიდერები თვლიან, რომ რუსეთი მინსკის ხელშეკრულებას არ ასრულებს.

ეკონომიკური სანქციები თავდაპირველად 2014 წლის 31 ივლისს მიიღეს დესტაბილიზაციის პასუხად, რომელიც რუსეთმა უკრაინაში განახორციელა. ის 2014 წლის სექტემბერში გაძლიერდა, 2015 წლის მარტში კი ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, რომ სანქციების ხანგრძლივობა მინსკის ხელშეკრულების შესრულებას დაუკავშიროს.

სანქციებით რუსეთის ბანკებსა და კომპანიებს ევროკავშირის პირველად და მეორად ბაზრებთან წვდომა აეკრძალათ, ასევე, ის კრძალავს ფინანსურ დახმარებას და რუსული კომპანიების საშუამავლო მომსახურებას. იკრძალება, ასევე თავდაცვის სფეროს და სხვა ნივთების პირდაპირი ან ირიბი მომარაგება და სხვა ეკონომიკური სანქციები

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: ხალხის გადასაწყვეტია ვინ სურთ ქვეყნის ხელმძღვანელად
შემდეგი სტატიაწულუკიანი 5 ივლისის მოვლენებზე: კეთილი ინებეთ ყველამ და მოუსმინეთ მთავრობას