15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი მიიღო.

უნგრეთმა და სლოვაკეთმა სანქციების პაკეტზე ბლოკი მას შემდეგ მოხსნეს, რაც უკრაინამ განაცხადა, რომ “დრუჟბას” მილსადენის მუშაობა აღდგებოდა.

“ჩვენ მივიღეთ სიგნალი, რომ ნავთობის მიწოდება, შესაძლოა, განახლდეს და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტსაც კი, რადგან ჩვენი შეფასებით, ეს სლოვაკეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. თუმცა, ამას მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთებთ, რაც რუსული ნავთობი სლოვაკეთში “დრუჟბას” მილსადენის მეშვეობით შემოვა,” – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 21 აპრილს.

ევროკავშირს პაკეტი თებერვალში, რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის მეოთხე წლისთავზე უნდა მიეღო, თუმცა ერთსულოვანი მხარდაჭერის გარეშე ამის გაკეთება ვერ შეძლო.

banner
წინა სტატიაშიმდინარე ალაზანზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
შემდეგი სტატიაკაია კალასი: ევროკავშირი ვენეციის ბიენალეს დაფინანსებას შეუწყვეტს