4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცა

ევროსაბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც 1,600-მდე პირი და კომპანია შედის.

“დღეს ევროსაბჭომ დამატებითი შემზღუდველი ზომები დაამტკიცა 1,569 პირისა და კომპანიის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო და სამრეწველო კომპლექსში. შეთანხმებული სია მოიცავს 826 რუსულ კომპანიას და 743 ფიზიკურ პირს, რომლებიც ამ კომპანიების გენერალური დირექტორები არიან.

ეს ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ყველაზე დიდი სასანქციო სიაა. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი სასანქციო რეჟიმის ფარგლებში დასანქცირებულთა საერთო რაოდენობა 4.600-ს უახლოვდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ დღევანდელი სანქციები კონკრეტულად მიზანში იღებს საშუალო რგოლის მომწოდებლებს, რომლებიც რუსული სამხედრო მრეწველობის “ბირთვს” წარმოადგენენ და წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი ევროს ოდენობის ბრუნვას უზრუნველყოფენ და 250,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებენ.

“დასანქცირებული კომპანიები საკვანძო კომპონენტების მიმწოდებლები არიან რუსეთის ზოგიერთი ყველაზე წინ წაწეული იარაღის სისტემებისთვის, მათ შორის რაკეტებისთვის, დრონებისა და თვითმფრინავებისთვის. ეს საკვანძო კომპონენტები მოიცავენ: ელექტრონიკას, მათ შორის ნახევარგამტარებს, მიკროსქემებსა და კომპიუტერებს; საკომუნიკაციო აღჭურვილობას, მათ შორის რადარებს, ანტენებსა და ტრანსივერებს; საავიაციო, სატელიტურ და სარაკეტო სისტემებს; ასაფეთქებელ მასალებსა და საბრძოლო მასალაბებს, ოპტიკას და სანავიგაციო სისტემებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიGlobal Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძემ ახალი საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა