15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწია

ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა კვლავ ვერ მიაღწია შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო ევროკავშირის სანქციების გაგრძელებაზე.

როგორც ცნობილია, შემდეგი შეხვედრა 21 სექტემბერს გაიმართება.

სანქციების ვადა 22 სექტემბერს შუაღამისას იწურება.

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევისთვის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების რეჟიმი მოიცავს თითქმის 3 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომზე.

14 სექტემბერს ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმი შვიდი დღით გაახანგრძლივა, რადგან სლოვაკეთი და საფრანგეთი კვლავ დაჟინებით მოითხოვენ ორი რუსი ბიზნესმენის, ალიშერ უსმანოვის სიიდან ამოღებას.

banner
წინა სტატიაშიევროპელი დიპლომატები საოკუპაციო ხაზთან: აგვისტოს ომის ტრაგედია არ უნდა მიეცეს დავიწყებას
შემდეგი სტატია“ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა”-კობახიძე