15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უპრეცედენტო ვადით, 2029 წლამდე გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2029 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ სასანქციო სიიდან ამოიღო რუსი ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრინდმანი.

ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

კერძოდ, აღინიშნება, რომ საფრანგეთმა წარმატებას მიაღწია ევროკავშირის სასანქციო სიიდან ალიშერ უსმანოვის ამოღებაში, რაც აზერბაიჯანთან პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების ნაწილია. მეორე რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი მას შემდეგ ამოიღეს სასანქციო სიიდან, რაც სლოვაკეთმა დაბლოკა მის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება.

უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების შედეგად მათი აქტივები აღარ იქნება გაყინული და სამოგზაურო აკრძალვა მოეხსნებათ.

Euronews-ის თქმით, უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღებით გამოწვეული უკმაყოფილების კომპენსირების მიზნით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ვადა უპრეცედენტო ვადით – 36 თვით – გაახანგრძლივა. აქამდე, ამ ზომების განახლება ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხდებოდა, რაც წევრ სახელმწიფოებს რეგულარულ შესაძლებლობას აძლევდა, დათმობები მოეთხოვათ.

banner
წინა სტატიაშიანდრო ჭიჭინაძე: 21-ე საჯარო სკოლა არ არის სივრცე სადაც ბავშვები გარკვეულ ინფორმაციას იღებენ, ის არის ადგილი სადაც ბავშვები ყალიბდებოდნენ პიროვნებებად
შემდეგი სტატიათეონა აქუბარდია: „ოცნება“ ქმნის ცრუ ნარატივებს, თითქოს ევროკავშირის წევრობა ქვეყნის გამთლიანებას ხელს უშლის