29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ევროკავშირის საბჭომ მიიღო შეზღუდვების ახალი ნაკრები, რომელიც მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის, მისი ჰიბრიდული საქმიანობისა და საერთაშორისო სამართლის (მათ შორის ადამიანის უფლებების) სისტემატური უგულებელყოფის წინააღმდეგ. სანქციების ახალ სიაში დამატებით 34 ფიზიკური და 47 იურიდიული პირი შევიდა.

ევროკავშირის განმარტებით, ახალი ზომები კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, შეამცირებს მის ენერგეტიკულ შემოსავლებს ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტზე“ დარტყმით, აღკვეთს ჰიბრიდულ საფრთხეებსა და კრემლის პროპაგანდის გავრცელებას. გარდა ამისა, სანქციები პასუხობს რუსეთის შიგნით არსებულ სისტემურ რეპრესიებსა და ქიმიური იარაღის კონვენციის მრავალგზის დარღვევას.

banner
წინა სტატიაში“ხალხი არ არის, მგზავრობის გაძვირება უკვე აისახა“ – მძღოლები
შემდეგი სტატია“აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის სამხედრო ეკონომიკას”- კაია კალასი სანქციების შედეგებზე