17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევისა და კიბერდანაშაულის გამო სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევისა და კიბერდანაშაულის გამო სანქციები გააფართოვა.

„როიტერის“ ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა VKontakte-სა და მის შვილობილ კომპანიას Communication Platform LLC-ს. მიზეზი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ზედამხედველობით შექმნილი აპლიკაცია MaxApp-ის განვითარებასა და მართვაში მათი მონაწილეობაა.

ცნობისთვის, აპლიკაცია MaxApp რუსეთში გასაყიდად განკუთვნილ ყველა სმარტფონზე წინასწარაა დაინსტალირებული. ევროკავშირის ინფორმაციით, ის გამოიყენება რუსეთ-უკრაინის ომის კრიტიკოსებისა და ხელისუფლების მიერ აკრძალული სხვა კონტენტის გამავრცელებელთა დევნისთვის.

სანქციები ასევე დაუწესდა კომპანიებს Citadel-ს, VAS Experts-სა და Norsi-Trans. ევროკავშირის ცნობით, ეს ქსელი სამიზნეში იღებს ჟურნალისტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, უმცირესობათა ჯგუფებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს.

გარდა ამისა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ოფიცრებს, კიბერდამნაშავეებსა და კომპანიებს, რომლებიც, მათივე ცნობით, აქტიურად მონაწილეობენ ევროპის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ რუსეთის მცდელობებში.

banner
წინა სტატიაშიგორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ქვეითად მიმავალ დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა
შემდეგი სტატიაშსს-ს მომსახურების სააგენტო – 14 ივლისიდან თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში, შეფერხების გარეშე ჩატარდება