ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის 23 მლრდ ევრო გაყინა

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინეს, რომელთა ფასი 23 მლრდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
შედარებისთვის, აშშ-მა რუსეთში ამავე ორგანიზაციის 100 მლრდ დოლარი გაყინა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ცენტრობანკის ანგარიშები ევროკავშირში, რომელიც მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკაა, გაცილებით დიდია.

მანამდე ევროკავშირში მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით გაერთიანების ტერიტორიაზე რუსი ოლიგარქების კუთვნილი 10 მლრდ დოლარი გაიყინა.

ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის ქონების გაყინვა მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების ნაწილია, რომლებიც უკრაინაში სამხედრო აგრესიის შემდეგ დაწესდა. ამჟამად ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-6 პაკეტს განიხილავს, რომელიც რუსულ ნავთობზე უარს ითვალისწინებს. ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა ჯერ ვერ ხერხდება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქს მიმართა, რათა კირილს ტახტი ჩამოართვან
შემდეგი სტატიაფინეთის პრემიერი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, მანამდე კი ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა