11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

ევროკავშირმა რუს მოსამართლეებსა და პროკურორებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რვა პირს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობდნენ.

სანქცირებულთა სიაში რუსი მოსამართლეები და პროკურორები არიან.

როგორც ცნობილია, სანქციები ითვალისწინებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ამ პირთა აქტივების გაყინვას, მოგზაურობის აკრძალვას, მათ შორის ტრანზიტულ მგზავრობას და ევროკავშირის კომპანიებისა და მოქალაქეებისთვის შავ სიაში მყოფ პირებთან საქმიანი ურთიერთობების აკრძალვას.

ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები დაუწესდა პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევებზე, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა რეპრესიებზე.

banner
წინა სტატიაში“ვპირდები ზვიგენის პატრონს”- რის შესახებ ესაუბრა სააკაშვილი ვაშინგტონის წამყვან პოლიტიკურ გამოცემას
შემდეგი სტატიაადვოკატი: 700 მილიონი დოლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული ორი პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს