“ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს. რუსეთი საქართველოზე ზეწოლას სერიოზულად აძლიერებს” – კარლ ბილდტი

საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო კარლ ბილდტი ევროკავშირს რეაგირებისკენ მოუწოდებს. განცხადება შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერის ქსელში დაწერა.

“ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს. რუსეთი სერიოზულად აძლიერებს ზეწოლას საქართველოზე. ავიამიმოსვლა შეჩერდა და შეწყდა ქართული ღვინის იმპორტი,“ – წერს კარლ ბილდტი.

შვედი დიპლომატი ენგურის ხიდის დროებით დაკეტვის საკითხსაც ეხება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებაა გამოთქმული.

banner
წინა სტატიაშიროგორც არ არსებობს ნახევრად ორსული, ისევე არ არსებობს ნახევრად სამართლიანი არჩევნები – ბაჩუკი ქარდავა
შემდეგი სტატიარუსეთი არავის მტერი არ არის, არც საქართველოსი“ – სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილი