ევროკავშირმა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე სანქციების ახალი რეჟიმი მიიღო

ევროკავშირის ელჩების საბჭომ, სოლსბერიში სკრიპალების წინააღმდეგ ნერვულ-პარალიტიკური საწამლავის გამოყენების და სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო საქციების ახალი რეჟიმი მიიღო.
ევროკავშირს საერთო რეჟიმი საშუალებას მისცემს სწრაფად განახორციელოს პერსონალური სანქციები იმ პირებისადმი, რომლებიც ქიმიური იარაღის გამოყენებაში არიან ეჭვმიტანილი.
სანქციებს, სავარაუდოდ, ევროკავშირის სამიტზე, გაერთიანებაში მყოფი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაადასტურებენ.
მანამდე სანქციების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ საჯაროვდება, თუმცა, არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ მასში შედის ანგარიშების დაბლოკვა, აქტივების გაყინვა და ევროკავშირის ზონაში შესვლის აკრძალვა – ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს
რამდენიმე თვეა დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მსგავსი დოკუმენტის მიღებას ცდილობენ ევროკავშირისგან. გადაწყვეტილება ერთობლივი სანქციების შემუშავების შესახებ ივნისში ევროკავშირის სამიტზე მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – უმნიშვნელოვანესია, ყველაფერს ეწოდოს შესაბამისი სახელი, აგრესორს – აგრესორი, ოკუპაციას – ოკუპაცია
შემდეგი სტატიამეიმ გაეროს ტრიბუნიდან რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა