ევროკავშირმა პოლონეთს “ლგბტ-სგან თავისუფალი ზონის” შექმნის გამო შესაძლებელია უჩივლოს

ევროკომისია პოლონეთის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელს განიხილავს “ლგბტ-სგან თავისუფალი ზონის” შექმნის გამო, რომელიც რამდენიმე ადგილობრივ თვითმმართველობაში შეიქმნა.

ევროკავშირი აცხადებს, რომ ლგბტ თემის უფლებები აუცილებელია ყველა წევრმა ქვეყანამ დაიცვას, თუმცა პოლონეთის მმართველი პარტიამ ანტი-ლგბტ პოლიტიკა გახადა საკუთარი პლატფორმის ნაწილი. მარტში მთავრობამ ერთნაირსქესიან წყვილებს ბავშვის აყვანა აუკრძალა.

“ჩვენ ვამოწმებთ, არის თუ არა მსგავსი ზონების შემქნა ევროკავშირის ხელშეკრულებაში დარღვევა. პროცესი დასრულებული არ არის” – ევროკავშირის ჩინოვნიკმა განაცხადა.
მსგავსი სასამართლო პროცედურა პოლონეთისგან აღნიშნული ზონების ლიკვიდაციას მოითხოვს, უარეს შემთხვევაში კი დიდი ჯარიმები იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ პოლონეთში არ არსებობს კანონი, რომელიც სექსუალურ ნიადაგზე ადამიანების დისკრიმინაციას ახდენდეს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში დაიჭირეს ქალი, რომელმაც ტურ დე ფრანსზე მასობრივი ავარიის პროვოცირება მოახდინა
შემდეგი სტატიაპორტუგალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება