ევროკავშირმა ნავალნის პარტიის “ექსტრემისტულად” შერაცხვა დაგმო

ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილება, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციის “”ექსტრემისტულად” შერაცხვის შესახებ, დაგმო. ეს გადაწყვეტილება ყველაზე სერიოზულად აჩვენებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მცდელობას, დამოუკიდებელი პოლიტიკური ოპოზიცია და ანტიკორუფციული გამოძიება შეაჩერონ და ნავალნის მომხრეებს შესაძლებლობა წაართვას სახელმწიფო დუმას არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რომელის სექტემბერში გაიმართება – 10 ივნისს ბორელის განცხადებაშია ნათქვამი – “დოიჩე ველე” წერს. ეს უსაფუძვლო გადაწყვეტილებაა, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემატიური დარღვევების ნეგატიურ შაბლონს კიდევ ამყარებს – მითითებულია დოკუმენტში.

რამდენიმე ხნის წინ მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდს ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭა. მას აეკრძალა ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის ჩატარება, ასევე, არჩევნებში მონაწილეობა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი – ვინ უნდა დაუჭიროს მხარი გიორგი გახარიას, რა გაუკეთებია, კრიზისმენეჯერი კი არა, კრიზისმეიკერია
შემდეგი სტატიაკორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა