ევროკავშირმა მინსკს ეკონომიკური სანქციები დაუწესა

ევროპის საბჭომ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები შემოიღო – შესაბამისი გადაწყვეტილება 24 ივნისს მიიღეს – ინფორმაციას პრეს-ცენტრი ავრცელებს. ოფიციალურ წერილს დღეს მოგვიანებით გაავრცელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები შემოღებულია ბელორუსში ადამიანის უფლებების სერიზული დარღვევების, რეპრესიული რეჟიმის, დემოკრატიისა და ჟურნალისტების დევნის გამო.

ახალი ეკონომიკური სანქციები შეეხება ბელორუსის ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებს, მათ შორის, ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის სექტორს, კალიუმის ქლორიდსა და პროდუქტებს, რომელიც ორგანული პროდუქტების დასამუშავებლად გამოიყნება.

გარდა ამისა, ევროკავშირმა ბელორუსს კაპიტალის საკუთარ ბაზარზე წვდომა შეუჩერა, ევროპის საინვესტიციო ბანკი კი ბელორუსში ყველა სახის პროექტის დაფინანსებას შეწყვეტს.
ასევე, იკრძალება აღჭურვილობების, ტექნოლოგიის ან პროგრამული უზრუნველყოფის “პირდაპირ ან არაპირდაპირ მიყიდვა, გადაცემა ან ექსპორტი”, რომელიც შექმნილია სატელეფონო ან ინტერნეტ მოსმენებისთვის.

როგორც ევროსაბჭოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა, სანქციები ძალაში უკვე შევიდა.

banner
წინა სტატიაშიცესკოს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკონკურსო კომისიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების როგორც ფინანსური, ასევე შინაარსობრივი საქმიანობა საჯაროდ გახდება
შემდეგი სტატიათევზაძე: ეს ღია პლატფორმა ხელს შეუწყობს ჩვენი პარტიის პროგრამული ხედვის შევსებას