ევროკავშირმა მასშტაბური კიბერშეტევის გამო აშშ-ს სოლიდარობა გამოუცხადა

ევროკავშირმა მასშტაბური კიბერშეტევის გამო აშშ-ს სოლიდარობა გამოუცხადა. შეტევა პროგრამული უზრუნველყოფა SolarWinds-ით გამოყენებით მოხდა – ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჟოზეფ ბარელმა გაავრცელა განცხადება.

“ევროკავშირი და წევრი ქვეყნები აშშ-ს სოლიდარობას უცხადებენ მომხდარი დანაშაულებრივი კიბერშეტევის გამო, კერძოდ, კი SolarWinds-ით განხორციელებული ოპერაციის გამო, რომელიც, აშშ-ს შეფასებით, რუსეთის ფედერაციის ნახელავია” – ბორელმა განაცხადა. “ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიის დანაშაულისათვის გამოყენება ძირს უთხრის იმ უპირატესობას, რომელსაც ისინი და ინტერნეტი გვაძლევს და დემონსტრირებს იმას, რომ ზოგიერთი მოთამაშე მზად არის საერთაშორისო უსაფრთხოება და სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დააყენონ. ყველამ უნდა შეიკავოს თავი უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციისკენ მიმართული მოქმედებებისგან კიბერსივრცეში” – ბორელმა თქვა.

15 აპრილს აშშ-ზე მომხდარი კიბერშეტევის შედეგად ჰაკერებმა ათასობით კომპანიისა და სახელმწიფო დაწესებულების ფაილები ჩაიგდეს ხელთ. აშშ-მ კიბერშეტევის ავტორად რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური დაასახელა ოფიციალურად, რომელიც ცნობილია როგორც APT 29 “Cozy Bear,” და “The Dukes-ი.

banner
წინა სტატიაშიმარინა კალიურანდი – ვიმედოვნებთ, პოლიტიკური კრიზისი მალე დასრულდება და საქართველო შეძლებს, გაუმკლავდეს ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებს
შემდეგი სტატიამიკ ჯაგერის სიმღერა ლოკდაუნზე: “ჩვენ გამოვაღწევთ ამ ციხიდან” (ვიდეო)