ევროკავშირმა კიევს 500 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირი უკრაინას 500 მილიონ ევროს გამოუყოფს მაკრო-საფინანსო მხარდაჭერისთვის – სამშაბათს, 11 დეკემბერს ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადის დომბროვსკისმა გაავრცელა. ევროკავშირი უკრაინასთან თანამშრომლობას აგრძელებს და მის ხალხს დახმარებას უწევს – აღნიშნა დომბროვსკისმა.

პროგრამა 2014 წელს დაიწყო. მისი მიზანი უკრაინის ეკონომიკის სტაბილურობაა, რომელმაც კრიზისი განიცადა. 500 მილიონის გამოყოფა დახმარეობის მეოთხე ტრანშია. მისი საერთო მოცულობა ერთი მილიარდი ევროა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიფინელმა მეცნიერებმა ჰაერიდან საჭმელი გამოიყვანეს
შემდეგი სტატიამერკელმა მეის “ბრეკსიტის” შესახებ ახალ მოლაპარაკებებზე უარი უთხრა