ევროკავშირმა ისრაელთან და ეგვიპტესთან ბუნებრივი აირის ექსპორტზე დროებით შეთანხმებას მოაწერა ხელი

ევროკავშირმა ისრაელთან და ეგვიპტესთან ბუნებრივი აირის ექსპორტზე დროებით შეთანხმებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნული ევროკავშირის ძალისხმევის ნაწილად განიხილება, რათა ბლოკმა საკუთარი ენერგოდამოკიდებულება რუსეთთან დაასრულოს.

შეთანხმება მნიშვნელოვნად გაზრდის ისრაელის ბუნებრივი აირის ექსპორტს ეგვიპტეში, სადაც მისი გათხევადება და შემდგომ ევროპის ბაზრებზე გაგზავნა იქნება შესაძლებელი.

როგორც მედია წერს, ისრაელს მინიმუმ ერთი ტრილიონი კუბური მეტრი გაზის მარაგი აქვს. ამჟამად ევროპისკენ გაზის მიწოდების ორი მარშრუტი განიხილება – ეგვიპტე და თურქეთი.

„ეს ევროპისთვის ენერგომომარაგებაში დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, ისევე როგორც, ეგვიპტისთვის, რათა ის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრი გახდეს“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.ს

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ინსტიტუტის ნაცვლად, შეგვრჩა კიდევ ერთი უცხო ქვეყნის საელჩო და კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა – შაქარიშვილი
შემდეგი სტატიაკოჯრის გზაზე დაზიანების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება