6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

ევროკავშირმა ირანში, 16 ფიზიკურ და იურიდიულ პირსა და სამ ორგანიზაციას, დამატებითი სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ, იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი, დამატებითი სანქციები დააწესა.

ახალი შეზღუდვები შეეხება 16 ფიზიკურ და იურიდიულ პირსა და სამ ორგანიზაციას, რომლებიც 2026 წლის იანვარში გამართული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივ ჩახშობაში მონაწილეობდნენ.

სანქციები შეეხო, მათ შორის ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს უსაფრთხოების საკითხებში, ასევე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობაში.

სიაში ასევე მოხვდნენ ირანის სასამართლოს წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლო დევნაში იყვნენ ჩართული.

ირანში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით ამ დროისთვის სანქციები უკვე დაუწესდა 263 ფიზიკურ და 53 იურიდიულ პირს.

სანქცირებულ პირებსა და ორგანიზაციებს აქტივები ეყინებათ, ამასთან, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის ფინანსური რესურსების გადაცემა. ფიზიკური პირებისთვის ასევე მოქმედებს სავიზო შეზღუდვა, რაც ნიშნავს, რომ მათ ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან მისი გავლით გადაადგილება.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ქვეყნები, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში ვიცავდით, ჩვენს დასახმარებლად დიდ ენთუზიაზმს არ ავლენენ
შემდეგი სტატიათურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ლიბანში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია რეგიონში არასტაბილურობას კიდევ უფრო აღრმავებს.