ევროკავშირმა “გრუს” წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სანქციები შემოიღო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ ქიმიურ იარაღთან ბრძოლის ფარგლებში სანქციების შემოღების შესახებ განაცხადა. სიაში შეტანილი არიან “გრუს” – რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც სოლსბერიში 2018 წლის 4 მარტს ქიმიური იარაღის ტრანსპორტირებაში, მოხმარებასა და შენახვაში არიან პასუხისმგებლები. სულ სანქცია ცხრა ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს შეეხო. რუსების გარდა სიაში აღმოჩნდნენ ხუთი ფიზიკური პირი და ერთი ორგანიზაცია სირიიდან (სამეცნირო-კვლევითი ცენტრი SSRC) – ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა სანქციის შესახებ კომენტარის გაკეთებისას ორშაბათს განაცხადა, რომ კრემლი მას ნეგატიურად აფასებს.

ბრიტანეთის სოლსბერიში გასული წლის 4 მარტს “გრუს” თანამშრომლებმა რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სკრიპალი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. ლონდონი თვლის, რომ ამ ინციდენტის უკან ოფიციალური მოსკოვი დგას.

banner
წინა სტატიაშიწუხელ დედამიწაზე “სისხლიანი მგლის სუპერმთვარე” ამოვიდა (ფოტო)
შემდეგი სტატიაWhatsApp-მა ყალბ ამბებთან ბრძოლა დაიწყო