19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

ევროკავშირმა და უკრაინამ მაკროფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა და უკრაინამ 8.35 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

ევროკავშირმა და უკრაინამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტის პარაფირება მოახდინეს, რომელიც 8.35 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

აღნიშნული მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილია.

ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა დღეს მოაწერა. ახლა დოკუმენტის რატიფიკაცია უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა მოახდინოს.

banner
წინა სტატიაშიწინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა: ქვეყანაში ისეთი სასამართლო უნდა იყოს, რომელიც „პოლიტიკურ განაჩენს“ აღარ გამოიტანს