15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შეთანხმება ევროკავშირს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს.

„ხელი მოეწერა ევროკავშირსა და სომხეთს შორის დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ტრანსპორტიდან დაწყებული ენერგეტიკითა და ციფრული ქსელებით დამთავრებული, ამას შეუძლია სომხეთი კონტინენტების გზაჯვარედინზე მდებარე სტრატეგიულ ცენტრად აქციოს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

შეთანხმებას ხელი ერევანში, ევროკავშირი-სომხეთის სამიტის ფარგლებში მოეწერა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: პოლიტიკაში არ შეიძლება ადამიანს გადაემტერო მაშინაც კი, როდესაც მტრულად გექცევა
შემდეგი სტატიაარჩილ გორდულაძე: ერთი ცენტის ფასიც კი აღარ აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციებს