ევროკავშირმა და მოლდოვამ ქვეყანაში ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი – ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, გაავრცელა.
ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი მოლდოვას მხარს დაუჭერს ჰიბრიდული საფრთხეებისა და რუსეთის მხრიდან ჩარევის მიმართ გამძლეობაში.
ის მოლდოვას პრეზიდენტს, მაია სანდუს, შეხვდა და მასთან განიხილა კიშინიოვის ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.