ევროკავშირმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და ვაქცინებისთვის სპეციალური ტრანსპორტი გადასცა

ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და ვაქცინებისთვის სპეციალური გადამზიდავი ტრანსპორტი გადასცა.

ცოტა ხნის წინ, ამავე მიზნით მოხდა მაღალი ხარისხის 72 ლეპტოპის, 20 პლანშეტის, ვაქცინის გადასატანი 200 კონტეინერის, 800 ყინულის პაკეტისა და 300 თერმომეტრის დონაცია.

საერთო ჯამში, აღნიშნულმა დახმარებამ 300 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი უფრო ფართო პაკეტის ნაწილი, რომელიც შედგება 1,5 მილიარდი ლარისგან და მიზნად ისახავს, დაეხმაროს საქართველოს, გაუმკლავდეს COVID-19 პანდემიას, მათ შორის დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერას და ეკონომიკურ აღდგენას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოების ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ღონისძიებას დაესწრნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.

banner
წინა სტატიაშიგახარია: „შარშან იმედის დაკვეთით გორბმა იკადრა, რომ ქართული ოცნების ლიდერების საშუალო რეიტინგი დაედო. მსოფლიოში ალბათ პირველად მოხდა. ამ კვლევის სერიოზულ აღქმაზე საუბარი ზედმეტია.“
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: მოვდივარ საქართველოში!