ევროკავშირმა და გაერომ სინანული გამოთქვეს აშშ-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლის შესახებ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აშშ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოდან გავიდა – ამის შესახებ ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის განცხადებაშია ნათქვამი.
“აშშ მსოფლიოში ყოველთვის პიონერი იყო ადამიანის უფლებების სფეროში” – განაცხადა მოგერინიმ. ამერიკის გადაწყვეტილება დატოვოს საბჭო “ვნებს აშშ-ს, როგორც დემოკრატიის დამცველისა და მომხრეს როლს” – ნათქვამია დოკუმენტში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიახუმ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას “ეგრეთ წოდებული” საბჭოდან გასვლის შესახებ “თამამი გადაწყვეტილება” უწოდა.

აშშ-მ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვების შესახებ განცხადება რამდენიმე საათის წინ გააკეტა. გაეროში აშშ-ს წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ საბჭოზე თქვა: “თვალთმაქცი ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს, რომელმაც ადამიანის უფლებები დასაცინი გახადა”. მანამდე ნიკი ჰეილიმ ორგანიზაციას “ქრონიკულ ანტიისრაელურ ტენდენციურობაში” დასდო ბრალი და განაცხადა, რომ ვაშინგტონი საბჭოდან გასვლის საკითხს იხილავს.

ჟენევაში მდებარე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 2006 წელს შეიქმნა და ხშირად ხვდება კრიტიკის ქვეშ იმის გამო, რომ მის შემადგენლობაში არიან ადამიანის უფლებებათა სფეროში საეჭვო რეპუტაციის მქონე ქვეყნები.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საბჭოში აშშ-ს ყოფნა სასურველი იყო.

გაეროში ადამიანის უფლებათა კომისარმა საიდ რაად ალ-ჰუსეინმა განაცხადა, რომ ის იმედგაცრუელულია, თუმცა, ვაშინგტონის გადაწყვეტილება არ გაკვირვებია – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ლტოლვილთა შესახებ საგანგებო სამიტი გაიმართება
შემდეგი სტატიაევროკომისიამ აშშ-ს იმპორტის გადასახადი დაუწესა