ევროკავშირმა და აშშ-მა სასწრაფო ყურადღება უნდა მიაქციონ საქართველოს – სალომე ზურაბიშვილი

ევროკავშირმა და აშშ-მა სასწრაფო ყურადღება უნდა მიაქციონ საქართველოს არა მხოლოდ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ევროპული მომავლის გამო, ეს უაღრესად გეოპოლიტიკური საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ტერორი საქართველოში. მსოფლიო ყურადღება ირანსა და ისრაელზეა მიპყრობილი მაშინ, როდესაც პრორუსული და პროირანული ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიებს აღრმავებს: ოთხი პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ოთხი განაჩენს ელოდება, ხოლო პრემიერ-მინისტრი კობახიძე საჯაროდ აფრთხილებს ოპოზიციას: „ყველა ციხეში“.

ევროკავშირმა და აშშ-მა უნდა მიაქციონ სასწრაფო ყურადღება საქართველოს არა მხოლოდ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ევროპული მომავლის გამო. ეს უაღრესად გეოპოლიტიკური საკითხია: მხოლოდ პროდასავლურ საქართველოს შეუძლია, თავიდან აიცილოს მონოლითური ღერძის – რუსეთი-კავკასია-ირანი – ჩამოყალიბება, რომელიც გააკონტროლებდა შავ და კასპიის ზღვებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიფინეთის საგარეო მინისტრი: ვითარება საქართველოში რთულდება, EU ქართველი ხალხის გვერდით დგა
შემდეგი სტატიახაბეიშვუილი: მოვუწოდებ მთელ საქართველოს, პოლიტიკურ სპექტრს, ვინც გარეთ ვრჩებით, ვინც ციხეშია, არაფერი არ დაგვრჩენია ერთიანობის გარდა და ერთიანობა უნდა გადაიზარდოს დიდ მობილიზებაში, რადგან ივანიშვილს ეშინია ერთადერთი რამის – ჩვენი ძალის