ევროკავშირისთვის საქართველო მესამე ქვეყანა არაა – მაკალისტერი პოლიტიკურ კრიზისზე

ევროკავშრისთვის თქვენ არ ხართ უბრალოდ მესამე ქვეყანა”, – ასეთი განცხადება გააკეთა ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა, საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს საქართევლოში არსებულ ვითარებას.

მთელი გულით, მივესალმები შეხვედრას, რომელიც ახლა საქართევლოში მიმდინარეობს, ევროკავშირი არ არის მოთამაშე თბილისის პოლიტიკურ მოედანზე. ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც და გვინდა რომ ქვეყანა წინ წავიდეს. დემოკრატია საბოლოოდ კომპრომისის მიღწევაა. ვნახოთ რა იქნება შედეგი, საკითხი ვერ გადაიჭრება ერთი შეხვედრით, მაგრამ ეს შეიძლება იყოს დიალოგის პროცესის დასაწყისი. ევროკავშირისთვის თქვენ არ ხართ უბრალოდ მესამე ქვეყანა. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი მხრიდან ასეთი შეშფოთება ბოლო დღეებში და კვირებში განვითარებული მოვლენების გამო” – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

banner
წინა სტატიაშიანდრიუს კუბილიუსი: ძალიან შეშფოთებულები ვართ, ხანგრძლივი კრიზისია
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – გუშინ ნატო-ს სამხედრო ძალების ხომალდები შევიდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, რაც მიზნად ისახავს ჩვენი საზღვაო ძალების შესაძლებლობების გაზრდას