,,ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია „თიბისი ბანკის“ არსებობა, რადგან ეს ბანკი სისტემურად საჭიროა ქვეყნისთვის”

ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია „თიბისი ბანკის“ არსებობა, რადგან ეს ბანკი სისტემურად საჭიროა ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს მაკროფინანსურ სტაბილურობას საქართველოში.

„ევროკავშირისთვის აბსოლუტურად მნიშვნელოვანია „თიბისი ბანკის“ არსებობა, რადგან, როგორც ვიცით, ეს ბანკი სისტემურად საჭიროა ქვეყნისთვის. საკითხს, როგორიცაა მაკროფინანსური სტაბილურობა საქართველოში, ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს, რადგან ეს მთავრობასთან ჩვენი მუშაობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში იყო მიღებული, მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რადგან ეს იქნება არაგონივრული კომენტარი. ჩვენ ამ პროცესებს აქტიურად დავაკვირდებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი – ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ მოსამართლეთა შერჩევაზე ჩვენი ხედვა სწორი გზაა
შემდეგი სტატიაკახეთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა