“ევროკავშირის წევრმა რომელიმე ქვეყანამ, შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერება” – თამარ ხულორდავა

“ევროკავშირის წევრმა რომელიმე ქვეყანამ, შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერება,” – ეს განცხადება, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ბოლო დროს შენგენის ზონაში უსაფუძვლო თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა და ვითარებას საყურადღებოდ მიიჩნევენ.

“სიტუაცია არის საყურადღებო იმიტომ, რომ მატება ჩვენგან უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის არი სახეზე ევროკავშირის სივრცეში, ასევე გაიზარდა საზღვრიდან მობრუნებულთა რიცხვი. ეს ყველაფერი არის ოფიციალური საფუძველი იმის, რომ ევროკავშირის წევრმა რომელიმე ქვეყანამ, შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერება,”-აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილის მტკიცებით, არჩილ თალაკვაძე ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვას გეგმავს
შემდეგი სტატიაზუგდიდში სოციალურად დაუცველ დევნილ ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქარი გადაეცათ