“ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან უვიზო მიმოსვლა; ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიმართ” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვილნიუსში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე, სადაც ის სიტყვით გამოვიდა.
თინა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლაში ისაუბრა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან უვიზო მიმოსვლა, პირიქით სანქციები მიმართული უნდა იყოს
ბიძინა ივანიშვილსა და მისი გარემოცვაზე , მათ შორის პროპაგანდისტებისა და ბიზნესმენების პერსონალურ სანქცირებაზე.
მისი განცხადებით – რეჟიმის წევრებმა, მათმა პროპაგანდისტებმა და ბიზნეს ელიტამ უნდა დაკარგოს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის უფლება.
ევროკავშირმა ასევე უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით სესხების გაცემა ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობისთვის, რომლითაც ის აფინანსებს რეპრესიულ მანქანას და კორუფციულ სქემებს.
თინა ბოკუჩავას განცხადებით : რეჟიმის წევრებმა, მათმა პროპაგანდისტებმა და ბიზნეს ელიტამ უნდა დაკარგოს თქვენს ქვეყნებში მოგზაურობის უფლება.
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან უვიზო მიმოსვლა; ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიმართ.
თქვენ ასევე უნდა შეწყვიტოთ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით სესხების გაცემა ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობისთვის, რომლითაც ის აფინანსებს რეპრესიულ მანქანას და კორუფციულ სქემებს. – განაცხადა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლაში.
















