ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნგრეთისთვის  ხმის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას განიხილავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნგრეთისთვის  ხმის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას განიხილავენ 2024-2027 წლებში უკრაინის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის მიწოდების გადაწყვეტილებაში.

ოფიციალური პირების თქმით, ევროკავშირმა შესაძლოა გამოიყენოს ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული დებულება, რომელიც საშუალებას იძლევა წევრ ქვეყანას ჩამოერთვას ხმის უფლება ევროპული კანონმდებლობის დარღვევის გამო. ეს პროცესი შეიძლება დაბლოკოს ევროკავშირის ნებისმიერმა წევრმა ქვეყანამ, მაგრამ როგორც Financial Times-ი წერს, პოლონეთის ბოლო არჩევნების შემდეგ “უნგრეთს ევროკავშირში აღარ ჰყავს გარანტირებული მფარველი”.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ბუდაპეშტზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ფრთხილობს. როგორც FT წერს, ევროკავშირის 26 სხვა წევრ ქვეყანას შეუძლია დამოუკიდებლად დადოს შეთანხმება უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ, თუმცა “ამას დრო დასჭირდება და მხოლოდ მოკლევადიანი გადაწყვეტა” იქნება.

“შესაძლოა, უნგრეთმა მეტი პრობლემა შექმნას. შესაძლოა, უნგრეთმა გვაიძულოს გამოვიყენოთ რამდენიმე განსხვავებული ინსტრუმენტი. მაგრამ საბოლოოდ, უნგრეთი ვერ შეგვიშლის ხელს უკრაინისთვის ფულის მიწოდებაში”. – წერს FT ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ: ორბანმა და მისმა თანამოაზრეებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათი შეთანხმება უკრაინის დახმარებაზე არ არის დაკავშირებული უნგრეთის ევროკავშირის დაფინანსებასთან. მაგრამ პარასკევს, 15 დეკემბერს, ევროკავშირის სამიტზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დაასახელა ფასი: ევროკავშირისგან დარჩენილი 20 მილიარდი ევროს გადახდა.

banner
წინა სტატიაშითბილისში ახალ ფრესკა გამოჩნდა
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი – იშვიათი გამონაკლისის გარდა, ოპოზიციას თითი-თითზე არ დაუდევს რეკომენდაციების შესრულებაში