ევროკავშირის წევრი ქვეყნები სასაზღვრო კონტროლს 2 წლით შემოიღებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები სასაზღვრო კონტროლს 2 წლით შემოიღებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები სასაზღვრო კონტროლს 2 წლით შემოიღებენევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შენგენის შიდა საზღვრებზე კონტროლის გაგრძელება მოითხოვეს – ამის შესახებ “როიტერი” წერს. “არსებული კანონით, საზღვრებზე დროებითი შეზღუდვის შემოღება 6 თვით არის შესაძლებელი, მაგრამ ლტოლვილების უპრეცენდენტო ნაკადი, რომელის გამოც იქნა მიღებული ეს შეზღუდვა, არ შემცირებულა” – განაცხადა დანიის მიგრაციის მინისტრმა ამსტერდამში მინისტრების შეხვედრაზე.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროკომისიას მიმართეს შენგენის შიდა საზღვრებზე კონტროლის ორი წლით გაგრძელების შესახებ. მან აღნიშნა, რომ არსებული კანონმდებლობა მსგავს შესაძლებლობას “განსაკუთრებულ შემთხვევებში” უშვებს.

მიმდინარე მომენტში სასაზღვრო კონტროლი მიგრაციის გამო დაწესებული აქვს ნორვეგიას, შვედეთს, დანიას, გერმანიას, საფრანგეთს, მალტას და ავსტრიას.

banner
წინა სტატიაშილავროვმა უარყო ასადის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია
შემდეგი სტატიასლოვაკეთის პრემიერმა ევროკავშირის რიტუალურ თვითმკვლელობაზე ისაუბრა