ევროკავშირის წევრი პოლონეთი ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ

ევროკავშირის წევრი პოლონეთი ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ

ევროკავშირის წევრი პოლონეთი ევროპული ღირებულებების წინააღმდეგპოლონეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ვიტოლდ ვაშოკოვსკმა რამდენიმე თვის წინ ქვეყნის სათავეებში მოსულ მთავრობაზე განაცხადა, რომ “ახალმა მთავრობამ (საზოგადოების) მთელი რიგი ავადმყოფობების განკურნება დაიწყო”.
გერმანული “ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს: “თითქოს მთელი მსოფლიო ვალდებულია მარქსის ხატით ავტომატურად იმოძრაოს ერთი მიმართულებით: რასების და კულტურების გაერთიანებებისაკენ, ველოსიპედისტებისა და ვეგეტარიანელების მსოფლიოსკენ, რომლებიც უგამონაკლისოდ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ და გამოდიან რელიგიის წინააღმდეგ მის ყველანაირ გამოხატულებაში”. მინისტრის თქმით, ”ამას არაფერი აქვს საერთო პოლონური საზოგადოების ტრადიციულ ღირებულებებთან”.

13 იანვარს ევროკომისიის პირველ სხდომაზე პოლონეთის მიერ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებისა და ნორმების დაცვის საკითხი განიხილება.

საქმე ეხება ახალი მთავრობის მიერ მიღებულ კანონს პრესის შესახებ, სადაც მთავრობას ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე უფლება ეძლევა თანამდებობიდან გაანთავისუფლოს საზოგადოებრივი ტეელვიზიისა და რადიოს დირექტორები.
ევროკავშირის მთელი რიგი შეთანხმებების დარღვევის გამო, შესაძლებელია პოლონეთს, როგორც დამრღვევ ქვეყანას დოტაციები გაუყინონ. პოლონეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი დოტაციების მიმღებია.

banner
წინა სტატიაშიმერკელი: “სამართლიანმა სახეომწიფომ მკაცრი პასუხი უნდა გასცეს დამნაშავეებს”
შემდეგი სტატიაპოლონეთში კატარი-უკრაინის გაზის დერეფანის მშენებლობა დაიწყება