7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: “ილია II მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა”

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას.

მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას” – თურქეთის საელჩოს სამძიმარი საქართველოს
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს