ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს.
“ბუნდოვანების პერიოდში ყველაზე კარგად ჩანს, რა არის სინამდვილეში მნიშვნელოვანი. გადაადგილების თავისუფლება, ერთიანი ბაზარი, რომელიც მუშაობს, თაობების განმავლობაში შექმნილი ცხოვრების მაღალი სტანდარტი, და, უპირველეს ყოვლისა – მდგრადი მშვიდობა. ეს არის ის, რაც ევროკავშირმა თავისი ისტორიის განმავლობაში თანმიმდევრულად უზრუნველყო.
ადამიანებს, რომლებიც ამ დაპირებას იმედით შეჰყურებენ, სჭირდებათ იცოდნენ, რომ ის ხვალაც შესრულდება. ევროკავშირი იდეალური არ არის. მაგრამ უკვე 75 წელზე მეტია, ამ დაპირებას ასრულებს. ის საიმედოა – და სწორედ ეს არის მთავარი.
ევროკავშირი არის ადგილი, რომელსაც ადამიანები უბრუნდებიან, როცა სახლში დაბრუნება სჭირდებათ და ადგილი, რომლისკენაც სხვები იყურებიან, როცა ღირსეული მომავლის აშენების იმედი აქვთ. სახლი იქ არის, სადაც გულია. და დღეს, ჩვენი გულები ევროპაშია. გილოცავთ ევროპის დღეს,”-წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

















