ევროკავშირის ტერიტორიაზე ქართული თაფლის იმპორტი განხორციელდება

ევროკავშირმა ყველა ფორმალური პროცედურა დაასრულა და საქართველო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მეფუტკრეობის დარგის განვითარებისა და ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სტიმულირების მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა.

„ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. 2015 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც თაფლთან დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.

თაფლის მწარმოებლებს საშუალება აქვთ, შესაბამისი სტანდარეტების დაცვის შემთხვევაში, საკუთარინ პროდუქცია ევროპის ბაზარზე განათავსონ.

ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტებით თაფლი აწარმოოს და ბაზარზეც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს.

taplii

banner
წინა სტატიაში„თიბისი ბანკმა“ ახალგაზრდა არტისტებთან ერთად, ახალი პროექტი დაიწყო
შემდეგი სტატია„რა ყოფილა გურია“ – ოზურგეთში გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია განიხილეს