ევროკავშირის სასამართლომ დაუშვა რომ სამსახურებში შესაძლებელია ხიჯაბის ტარება აიკრძალოს

კომპანიებს გარკვეულ შემთხვევებში შეუძლიათ თანამშრომლებს ხიჯაბის სამსახურში ტარება აუკრძალონ – ევროკავშირის სასამართლომ ამის შესახებ გადაწყვეტილება ორ შემთხვევაში მიიღო. მოსარჩლე ორი მუსლიმი ქალი იყო გერმანიაში, რომლებიც სამსახურიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც ხიჯაბის ტარება დაიწყეს.
“სამუშაო ადგილას ნებისმიერი ფორმის აკრძალვა, რომელიც გამოხატავს პოლიტიკურ, ფილოსოფიურ თუ რელიგიურ მრწამსს, შესაძლებელია დამსაქმებლის მიერ კლიენტებისდმი ნეიტრალური ფორმის წარდგენას და სოციალური დავების დაწყების პრევენციას ეხებოდეს” – ნათქვამია სასამართლოს გაადწყვეტილებაში.

“თუმცაღა, ეს საფუძველი დამსაქმებლის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს და შეთანხმებული იყოს უფლებები და ინტერესები, რომელზეც საუბარია. ეროვნულ მოსამართლეებს შეუძლიათ საკუთარი სახელმწიფო-წევრის კონკრეტული კონტექსტი გაითვალისწინონ, კერძოდ, უფრო მეტად კეთილგანწყობა აღმსარებლობის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით” – დაამატეს სასამართლოში.

ორივე მულიმმა ქალმა, რომელთაც საჩივარი დაწერეს, სამსახურის დაწყებისას ხიჯაბს არ ატარებდნენ. ერთი მათგანი ჰამბურგში ბავშვთა მოვლის ცენტრში მუშაობდა, რომელსაც საქველმოქმედო ორგანიზაცია წარმართავს, მეორე კი აფთიაქში მოლარე იყო. მათ ხიჯაბის ტარება წლების შემდეგ, დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნებისას დაიწყეს. დამსაქმებლებმა ამის შემდეგ ისინი სამსახურიდან დაითხოვეს.

2017 წელს ლუქსემბურგის სასამართომაც განაცხადა, რომ კომპანიებს შეუძლიათ აკრძალონ ისლამური თავსაბურავები და სხვა რელიგიური სიმბოლოები. მაშინ ამან რელიგიურ ჯგუფებში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელი ბათუმში სამი ქვეყნის პრეზიდენტთან შესახვედრად ჩამოდის”
შემდეგი სტატიაბულგარეთი და რუმინეთი კოვიდ-19-ის საწინააღმეგო ვაქცინებს სხვა ქვეყნებს გადასცემენ