ევროკავშირის სამიტმა პუტინთან დიალოგს მოსკოვისთვის სანქციების დაწესება ამჯობინა

ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ინიციატივა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან დიალოგი განაახლონ, არ მიიღო. ბრიუსელში პარასკევს, 25 ივნისს ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელებმა გადაწვიტეს, რომ პუტინს უახლოეს მომავალში შეხვედრა არ შესთავაზონ.
“პირადად მე უფრო თამამ ნაბიჯებზე წავიდოდი” – მერკელმა თქვა დილით, შეხვედრის დაწყებამდე. მისი აზრით, ევროკავშირმა რუსეთთან დიალოგისთვის ახალი ფორმატი უნდა შექმნას კონფლიქტების დარეგულირების მიზნით. სამიტის დასრულების შემდეგ მერკელმა თქვა, რომ ამ თემის ირგვლივ დისკუსია ძალიან დეტალური და რთული იყო.

ამავე დროს, ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის “ბოროტ განზრახვებზე” მკაცრი რეაგირება გადაწყვიტეს და ახალი სანქციების გეგმა შეადგინეს, რომელიც, მათ შორის, ეკონომიკურ სანქციებს გულისხმობს – “დოიჩე ველე” წერს.

ევროკავშირის სამიტმა არსებული სანქციები მომდევნო ექვსი თვით გააგრძელა.

banner
წინა სტატიაშიმალიში გერმანელ ჯარისცაცებზე თავდასხმისას რამდენიმე მათგანი დაიჭრა
შემდეგი სტატიაევროკავშირის ქვეყნები და ევროპარლამენტი აგრარულ რეფორმაზე შეთანხმდნენ