ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი ევროკომისიას წევრი ქვეყნების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებაში ადანაშაულებს

ბუდაპეშტმა ევროკომისია წევრი ქვეყნების მიმართ შერჩევით ურთიერთობაში დაადანაშაულა. ამის მიზეზი უნგრეთში დაგეგმილი კომისართა კოლეგიის ვიზიტის ჩაშლაა.

ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი იანოშ ბოკა სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც წევრი სახელმწიფოებისგან შედგება, ევროკომისია კი ევროკავშირის ინსტიტუტია.

„ევროკომისიას არ შეუძლია, შერჩევით შეარჩიოს ინსტიტუტები და წევრი ქვეყნები, რომლებთანაც მას სურს თანამშრომლობა. ნუთუ, ევროკომისიის ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკურ მოსაზრებებს ეფუძნება?“ – წერს ბოკა სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი ქალი მეწარმეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე ვორკშოპს გამართავს
შემდეგი სტატიაისინი მკაფიოდ გვეუბნებიან ქართველ ხალხს, რომ საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის ნატოს და ევროკავშირის კარი ღიაა – ჭიაბერაშვილი კოლომინას განცხადებაზე