7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების დამატება დაამტკიცეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში 1 600-მდე ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის დამატება დაამტკიცეს.

“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან დაამტკიცეს სანქციების სიაში თითქმის 1 600 ახალი სახელის დამატება, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უკავშირდება. ეს არის სანქციების სიის ყველაზე მასშტაბური გაფართოება რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ. ევროპა კვლავ ერთიანობას ავლენს”,
– წერს კალასი.

მისი განცხადებით, სიაში შეტანილი სუბიექტების ნახევარზე მეტი ბალისტიკური რაკეტების საწარმოო ჯაჭვთან არის დაკავშირებული.

“მნიშვნელოვნად ვართულებთ, ვანელებთ და ვაძვირებთ რუსეთისთვის იმ იარაღის წარმოებას, რომელსაც იგი უკრაინელების მოსაკლავად იყენებს”, – წერს კალასი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა
შემდეგი სტატიაკაია კალასი: საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ