15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, – ინფორმაციას ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

“მიმდინარე საკითხების ფარგლებში საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს”, – აღნიშნულია პრესრელიზში.

შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომსა და ჰიბრიდული მოქმედებების კამპანიას განიხილავენ, რომელიც ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ არის მიმართული და სულ უფრო მწვავდება. დისკუსია შეეხება რუსეთის მიერ ჰიბრიდული მოქმედებების გააქტიურებაზე ევროკავშირის რეაგირებას, ასევე უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის საკითხებს.

განხილვამდე მინისტრები მოსაზრებებს გაცვლიან უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან.

საბჭო ასევე განიხილავს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას ირანში განვითარებული ბოლო მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით კი ნაოსნობის თავისუფლების საკითხს.

გარდა ამისა, მინისტრები გაცვლიან მოსაზრებებს ღაზასა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებულ მდგომარეობაზე.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის ფუნქცია არის გაუფასურებული- კალაძე