13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგშია აღნიშნული.

„მინისტრები აზრებს გაცვლიან სამხრეთ კავკასიაზე, განსაკუთრებული ფოკუსით სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, ერევანში, სომხეთში დაგეგმილ „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტამდე და საქართველოში არსებულ ვითარებაზე“, – ნათქვამია დღის წესრიგში.

ასევე იგეგმება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებისა და სუდანის საკითხის განხილვა.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ანგარიში: 4 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობის პროვოცირებას
შემდეგი სტატიაAmnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები რეპრესიული კანონმდებლობის სამიზნედ იქცნენ