ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის ცნობილია მედიით გავრცელებული ცნობები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის განაჩენის შესახებ, რომელიც წელიწადსა და ცხრა თვეს შეადგენს. ეს ინფორმაცია ასევე დადასტურდა მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მეშვეობით. აღნიშნული საკომუნიკაციო საშუალება, ანუ ცხელი ხაზი, აქტიურად გამოიყენება მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლისთვის ექიმის დაკავების პირველივე დღიდან. ამ დროისათვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მისიის ცხელი ხაზის გააქტიურება მოხდა 85-ჯერ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს ამავე საშუალების გამოყენებას საქმის ირგვლივ ინფორმაციის შემდგომი გაცვლისთვის და დიალოგის ხელშეწყობისათვის.

მისია კიდე ერთხელ ადასტურებს, რომ თავისუფალი გადაადგილების ნებისმიერი შეზღუდვა და დაკავებები წარმოადგენს შეშფოთების საფუძველს. ამ ეტაპზე მისია არ გეგმავს რაიმე დამატებითი განცხადების გამოცემას“, – აცხადებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს დღეს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბოლო საშემოდგომო სესია გაიმართა
შემდეგი სტატიათხუთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის მოდელს მიუღებელსა და არასერიოზულს უწოდებს