ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კოდასთან სროლის ფაქტს არ ადასტურებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოფელ კოდასთან სროლის ფაქტს არ ადასტურებს. EUMM-ის განცხადებით, მისიის დამკვირვებლები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნოემბერს, 24 საათის განმავლობაში პატრულირებდნენ. შედეგად, სროლის ფაქტი არც ერთ დამკვირვებელს დაუდასტურებია.

„ადგილობრივების და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტერიტორიაზე სროლის ფაქტი არ დასტურდება“, – აღნიშნულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადებაში.

6 ნოემბერს დეფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდადან, სადაც საქართველოს პოლიციის საგუშაგოა განთავსებული, მათი მიმართულებით ავტომატური იარაღიდან 10-15-ჯერ გაისროლეს. სუს-ში ეს ინფორმაცია მორიგ პროვოკაციად შეაფასეს.

banner
წინა სტატიაში“თბილისი პრაიდი” ლევან ვასაძეს ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთს ჩუქნის
შემდეგი სტატიაროგორ მონათლეს ანანურში გრაჩოვი