ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია – ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარეს შორის ინფორმაციის გასაცვლელად

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები ჩორჩანა-წნელისის რაიონში 24-საათიან რეჟიმში რჩებიან, – ამის შესახებ ნათქვამია მისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, უნებლიე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად აქტიურად გამოიყენება ცხელი ხაზი.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ადმინისტრაციულ საზღვართან ჩორჩანა-წნელისის რაიონში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან სიტუაციის მონიტორინგისა და დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. დღეს მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგმა ასევე დაათვალიერა აღნიშნული რაიონი სიტუაციის შესაფასებლად. მისიის ხელმძღვანელობით მოქმედი ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარეს შორის ინფორმაციის გასაცვლელად და უნებლიე ესკალაციის შესაძლებლობის შესამცირებლად“, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი ჩორჩანაში ჩავიდნენ
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციამ ძარცვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა