11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა საქართველოზე: “ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ქვეყნის ევროპული პერსპექტივა”

Screenshot

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ​კვიპროსის ევროპის საკითხთა მინისტრის მოადგილე მარილენა რაუნა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ შეინარჩუნოს ევროპული პერსპექტივა.

ამის შესახებ მარილენა რაუნამ ევროპის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა.

„გაფართოება მთავარი პრიორიტეტია კვიპროსისთვის. ახლა არის მომენტი გაფართოებისთვის, რომ ევროკავშირმა თავისი მოვალეობა შეასრულოს. ევროკავშირი ასრულებს, როდესაც ჩვენი პარტნიორები ასრულებენ. კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა არის მთავარი წინაპირობა ჩვენი პარტნიორებისთვის, რათა გაფართოების დღის წესრიგში პროგრესი ჰქონდეთ. ამას ველოდებით საქართველოსგანაც. ძალიან მნიშვნელოვანია, შეინარჩუნონ ევროპული მეზობელი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა მარილენა რაუნამ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. საბოტაჟი და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევა – სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი ჩაინიშნა
შემდეგი სტატიაირაკლი ქურდაძე: “ფასის რეგულირება შესაძლებელია, ვიღაცის ჯიბეს უნდა დააკლდეს”