21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დაახლოებით 3 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა.

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, უკრაინა თანხას მხარდაჭერის პროგრამა – Ukraine Facility-ის ფარგლებში მიიღებს.

ასევე, განცხადების თანახმად, აღნიშნული თანხიდან დაახლოებით 800 მილიონი ევრო პირველად, უკრაინის მხარდაჭერის სესხის (Ukraine Support Loan) ფარგლებში იქნება გამოყოფილი.

„დღეს დამტკიცებული გადახდა ასახავს უკრაინის მიერ ათი სამიზნე ზომის წარმატებით შესრულებას. დღევანდელი მდგომარეობით, გეგმით გათვალისწინებული 95 სამიზნე ზომიდან უკრაინამ 84 შეასრულა, რაც ამ ეტაპზე დაგეგმილი ზომების დაახლოებით 88%-ს შეადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში, სოფელ გვარასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაპროკურატურა ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს