15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 2.8 მილიარდამდე ევროს დაფინანსება დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ “უკრაინის ფონდის” (Ukraine Facility) ფარგლებში უკრაინისთვის 2.8 მილიარდი ევროს ოდენობის რიგით მეშვიდე ტრანშის გამოყოფა დაამტკიცა.

“უკრაინა თითქმის 2.8 მილიარდ ევროს მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ის მხარდაჭერის მეშვიდე რეგულარული ტრანშის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეს თანხა უკრაინის მიერ მეშვიდე ტრანშისთვის მოთხოვნილი 20 ნაბიჯიდან 11-ის წარმატებით შესრულებას ასახავს.

ამასთან, უკრაინამ მთელი რიგი ნაბიჯები იმაზე ადრე შეასრულა, ვიდრე ამას “უკრაინის გეგმა” მოითხოვდა. კერძოდ, უკვე შესრულებულია 2 ნაბიჯი მერვე ტრანშისთვის და 2 ნაბიჯი – მეცხრე ტრანშისთვის. ევროკომისიის მიერ მიღებული ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, უკრაინა ამგვარი ადრეული შესრულებისთვის კომპენსაციას პირველად მიიღებს”, – აღნიშნეს ევროკავშირის საბჭოში.

Ukraine Facility-ის ფარგლებში გადახდები “უკრაინის გეგმასთანაა” დაკავშირებული, რომელიც უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სტრატეგიას, ასევე იმ რეფორმების განხორციელების ვადებს ასახავს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო მიზნებთანაა შესაბამისობაში.

მიმდინარე მეშვიდე ტრანშს წინ 2025 წლის დეკემბერში გაცემული, დაახლოებით 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანში უძღოდა.

შეგახსენებთ, რომ Ukraine Facility, რომელიც ძალაში 2024 წლის 1-ელ მარტს შევიდა, 2024-2027 წლების პერიოდში უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად 50 მილიარდ ევროზე მეტ სტაბილურ დაფინანსებას (გრანტებისა და სესხების სახით) უზრუნველყოფს.

ამ 50 მილიარდიდან 38 მილიარდზე მეტი ევრო სწორედ “უკრაინის გეგმით” გათვალისწინებული რეფორმებისა და ინვესტიციების მხარდაჭერაზეა გათვლილი. თანხის გამოყოფა გეგმაში გაწერილი ინდიკატორების შესრულებაზეა დამოკიდებული.

ძალაში შესვლის დღიდან, Ukraine Facility-ის ფარგლებში უკვე გაცემულია: 6 მილიარდი ევრო შუალედური დაფინანსების, 1.89 მილიარდი ევრო წინასწარი დაფინანსების და ექვსი ტრანში, შესაბამისად – 4.2 მლრდ, 4.1 მლრდ, 3.5 მლრდ, 3.2 მლრდ, 1.8 მლრდ და 2.3 მილიარდი ევროს ოდენობით.

2026 წლის 14 აპრილს უკრაინის გადახდის მოთხოვნის ევროკომისიის მიერ შეფასების შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ დაასკვნა, რომ უკრაინამ დამაკმაყოფილებლად მიიღო გეგმით გათვალისწინებული რიგი რეფორმები.

“ეს რეფორმები ეხება საჯარო ფინანსების მართვას, სასამართლო სისტემას, კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას, ფინანსურ ბაზრებს, სახელმწიფო აქტივების მართვას, ადამიანურ კაპიტალსა და ბიზნესგარემოს.

უკრაინამ ასევე გაატარა ზომები ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და აგროსასურსათო სექტორებში, კრიტიკული ნედლეულის მართვის, ციფრული ტრანსფორმაციის, მწვანე გადასვლისა და გარემოს დაცვის მიმართულებით”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.ევროკავშირის საბჭომ “უკრაინის ფონდის” (Ukraine Facility) ფარგლებში უკრაინისთვის 2.8 მილიარდი ევროს ოდენობის რიგით მეშვიდე ტრანშის გამოყოფა დაამტკიცა.

“უკრაინა თითქმის 2.8 მილიარდ ევროს მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ის მხარდაჭერის მეშვიდე რეგულარული ტრანშის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეს თანხა უკრაინის მიერ მეშვიდე ტრანშისთვის მოთხოვნილი 20 ნაბიჯიდან 11-ის წარმატებით შესრულებას ასახავს.

ამასთან, უკრაინამ მთელი რიგი ნაბიჯები იმაზე ადრე შეასრულა, ვიდრე ამას “უკრაინის გეგმა” მოითხოვდა. კერძოდ, უკვე შესრულებულია 2 ნაბიჯი მერვე ტრანშისთვის და 2 ნაბიჯი – მეცხრე ტრანშისთვის. ევროკომისიის მიერ მიღებული ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, უკრაინა ამგვარი ადრეული შესრულებისთვის კომპენსაციას პირველად მიიღებს”, – აღნიშნეს ევროკავშირის საბჭოში.

Ukraine Facility-ის ფარგლებში გადახდები “უკრაინის გეგმასთანაა” დაკავშირებული, რომელიც უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სტრატეგიას, ასევე იმ რეფორმების განხორციელების ვადებს ასახავს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო მიზნებთანაა შესაბამისობაში.

მიმდინარე მეშვიდე ტრანშს წინ 2025 წლის დეკემბერში გაცემული, დაახლოებით 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანში უძღოდა.

შეგახსენებთ, რომ Ukraine Facility, რომელიც ძალაში 2024 წლის 1-ელ მარტს შევიდა, 2024-2027 წლების პერიოდში უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად 50 მილიარდ ევროზე მეტ სტაბილურ დაფინანსებას (გრანტებისა და სესხების სახით) უზრუნველყოფს.

ამ 50 მილიარდიდან 38 მილიარდზე მეტი ევრო სწორედ “უკრაინის გეგმით” გათვალისწინებული რეფორმებისა და ინვესტიციების მხარდაჭერაზეა გათვლილი. თანხის გამოყოფა გეგმაში გაწერილი ინდიკატორების შესრულებაზეა დამოკიდებული.

ძალაში შესვლის დღიდან, Ukraine Facility-ის ფარგლებში უკვე გაცემულია: 6 მილიარდი ევრო შუალედური დაფინანსების, 1.89 მილიარდი ევრო წინასწარი დაფინანსების და ექვსი ტრანში, შესაბამისად – 4.2 მლრდ, 4.1 მლრდ, 3.5 მლრდ, 3.2 მლრდ, 1.8 მლრდ და 2.3 მილიარდი ევროს ოდენობით.

2026 წლის 14 აპრილს უკრაინის გადახდის მოთხოვნის ევროკომისიის მიერ შეფასების შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ დაასკვნა, რომ უკრაინამ დამაკმაყოფილებლად მიიღო გეგმით გათვალისწინებული რიგი რეფორმები.

“ეს რეფორმები ეხება საჯარო ფინანსების მართვას, სასამართლო სისტემას, კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას, ფინანსურ ბაზრებს, სახელმწიფო აქტივების მართვას, ადამიანურ კაპიტალსა და ბიზნესგარემოს.

უკრაინამ ასევე გაატარა ზომები ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და აგროსასურსათო სექტორებში, კრიტიკული ნედლეულის მართვის, ციფრული ტრანსფორმაციის, მწვანე გადასვლისა და გარემოს დაცვის მიმართულებით”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკანადის და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებმა, კანადაში უკრაინული დრონების წარმოებასთან დაკავშირებით შეთანხმება დადეს