7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ევროკავშირის საბჭომ უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებში კიდევ ორი კლასტერი გახსნა

ევროკავშირმა უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერები გახსნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გადაწყვეტილება უკრაინა-ევროკავშირის სამთავრობოთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს, რომელიც ზოგადი საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა.

„საბჭომ გახსნა მე-2 კლასი – „შიდა ბაზარი“ – და მე-3 კლასი „კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა”. მოვუწოდებთ უკრაინას, განახორციელოს შემდგომი რეფორმები“, – განაცხადა ირლანდიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა თომას ბირნმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდა უკრაინისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნას. უნგრეთის ვეტოს გადასალახავად უკრაინის უმაღლესმა რადამ განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს
შემდეგი სტატიაანდრია ჯაღმაიძე: სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად აკრედიტაცია არ მიეცათ ,,ტვ პირველისა” და ,,ფორმულას” ჟურნალისტებს