22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა.

როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პაკეტი მოიცავს სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომელთაც გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და შესაძლებლობაზე ომი აწარმოოს.

ასევე, პაკეტში პერსონალური სანქციების სია არის ყველაზე ფართო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

“დღეს, [ევროკავშირის] საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების 21-ე პაკეტი მიიღო. ის მოიცავს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს სექტორების წინააღმდეგ, რომლებსაც ყველა დიდი გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და მის შესაძლებლობაზე აწარმოოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი. ასევე, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პერსონალური სანქციების ყველა დიდ სიას, ჯამში 218-ს, მათგან 48 ფიზიკურ პირსა და 170 იურიდიულ პირს,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიიოსებ სიგუასა და მისი ყოფილი მეუღლის, სოფიო სიგუა-შატბერავას საქმეზე განაჩენი 27 ივლისს გამოცხადდება
შემდეგი სტატიავერაზე მომხდარზე დაკავებულის დედა აცხადებს, რომ რამდენიმე წლის წინ შვილმა აგრესია მის მიმართაც გამოავლინა