ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ნახევარი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების კიდევ ნახევარი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას უკავშირდება. შესაბამისად, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2022 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა.

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები პირველად 2014 წლის 31 ივლისს დაუწესა, რაც იყო საპასუხო რეაქცია უკრაინაში ვითარების დესტაბილიზების გამო.

2014 წლის სექტემბერში აღნიშნული სანქციების გამკაცრება მოხდა, 2015 წელს კი, ევროპულმა საბჭო დათანხმდა, მათი ხანგრძლივობა მინსკის შეთანხმებების შესრულებასთან დაეკავშირებინა.

banner
წინა სტატიაშირეჟისორი ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს
შემდეგი სტატიაეუთო-ს ჰყავს ერთადერთი წევრი, რომელიც ორი მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა და ეს რუსეთია